logo
ENG



ხაზარაძე: ივანიშვილს დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ანაკლიის პროექტი არ უნდა აშენებულიყო

22 იან 202022:51
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი კონგრესმენების წერილში ანაკლიის პორტი საკმაოდ მწვავედ არის ნახსენები.  

კონგრესმენების წერილს პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საგანგებო განცხადებით გამოეხმაურნენ. 

„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს იყო რუსული ინტერესების გატარება საქართველოში. კერძოდ ანაკლიის პროექტის მიმართ. ამას ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის განცხადება ამერიკელებთან დაკავშირებით შავ ზღვაზე დაკავშირებით. კაკულიას განცხადება, რომ თურმე ანაკლიის პროექტში არ ყოფილა გათვალისწინებული რუსების ინტერესი და იმის გამო მოხდა ეს ყველაფერი და დღეს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ქობულიას განცხადება, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ანაკლიის პროექტი არ უნდა აშენდეს. ეს წარმოუდგენელია. ეს არის ზუსტად ის ნარატივი და გადაწყვეტილება. ივანიშვილს და ქართულ ოცნებას დიდი ხანია მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის პროექტი არ უნდა აშენდეს. დანარჩენი ყველაფერი არის ფარსი და დეკორაცია იმისათვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ საქმის კურსში თითქოს მათ რამის გაკეთება უნდათ მაგრამ, რაღაც უშლიდათ ხელს და ამ შემთხვევაში ვითომ კონსორციუმი,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, კი სამწუხაროა, როდესაც ამერიკელები ასეთ დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ ჩვენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, უნდა შეჩერდეს დღევანდელი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

„საუბარი არ არის, რომ ვინმეს უხარია, როცა შენი მეგობრები ასეთ დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ ჩვენ  ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ დღევანდელი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ, გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რომელსაც ისინი ახორციელებენ,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ კონგრესმენების წერილი გაასაჯაროვაუმწვავესი გზავნილი ვაშინგტონიდან. პოლიტიკური დევნისა და ეკონომიკური რეგრესის გამო შეშფოთებული პარტნიორები ქართული ოცნების მთავრობას წერილს უგზავნიან. ოთხი გავლენიანი კონგრესმენის მიმართვის ადრესატი გიორგი გახარიაა.


close დახურვა